ხელშეკრულება და წესები რომელიც უნდა გაითვალისწინოს გამქირავებელმა
1. 100₾-დან 200₾-მდე დეპოზიტის დატოვება აუცილებელია. გააჩნია დღეების რაოდენობას
2. საწვავი უნდა იყოს მინიმუმ იმ რაოდენობის რა რაოდენობაც იყო მანქანის ქირაობისას,წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით გადასახადი დაგეკისრებათ ან ჩამოეჭრება დეპოზიტის თანხას
3. ჭუჭყიანი მანქანის მოყავნის შემთხვევაში დამატებით გადასახდელი იქნება 40 (სედანის შემთხვევაში), 50 ლარი (ჯიპის შემთხვევაში) ჩამოეჭრება დეპოზიტის თანხას
4. ავტომობილი სრულიად კონტროლდება GPS-სისტემით
5. ევაკუატორის ან საბურავის მომსახურეობა მოქმედებს საქართველოს დიდ ქალაქებში (შედის ფასში)
6. დაზღვევა – ყველა მანქანა დაზღვეულია, მაგრამ მძღოლის პასუხისმგებლობა ვრცელდება სადაზღვევო წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
7. მინიმალური ასაკი და გამოცდილება – მანქანის დაქირავება შესაძლებელია მხოლოდ 22+ წლის მძღოლებისთვის, მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილებით.
8. გადახდა – შესაძლებელია : ნაღდი ანგარიშსწორებით, საბანკო გადარიცხვით და ასევე USDT-ითაც
9. ჯარიმები და დარღვევები – ქირაობის პერიოდში მიღებული ყველა ჯარიმა და დარღვევა გადასახადის პასუხისმგებლობა დაეკისრება დამქირავებელს ან ჩამოეჭრება დეპოზიტის თანხას
10. დაგვიანება – დაგვიანებით მანქანის დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს ერთდღიანი ქირის ღირებულება. შესაძლებელია მაქსიმუმ 1 საათით გვიან მოყვანა მხოლოდ (შეთანხმების შემთხვევაში)
11. დოკუმენტები – დამქირავებელს უნდა ჰქონდეს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი და აუცილებლად მართვის მოწმობა ნაქირავები მანქანის ტარების დროს.
12. მანქანები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ოფ-როადში ან ისეთ გზებზე, სადაც შეიძლება დაზიანდეს.
13. დამქირავებელი ვალდებულია შეგვატყობინოს ნებისმიერი ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ, ასევე ავარიისას არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ გადაადგილება შემთხვევის ადგილიდან, პირველ რიგში რეკავთ ჩვენთან და პოლიციაში. პოლიციის ოქმის გარეშე დაზღვევა არ იმუშავებს და სრული ზიანი დაეკისრება დამქირავებელს.
14. გასაღების დაკარგვის შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს გასაღების დამზადების ან ახლის სრული ღირებულება.
15. აკრძალულია ქირაობა მესამე პირისთვის გადაცემით. მანქანის მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვის სახელზეც გაფორმებულია ხელშეკრულება (ან დამატებით მითითებული მძღოლები).დამატებითი მძღოლის შემთხვევაში, საჭიროა მისი მონაცემების წინასწარ მითითება და დოკუმენტების წარდგენა.
16. გაუთვალისწინებელი ხარვეზის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეს და არ იმოქმედოს თვითნებურად (გარდა საბურავის შეცვლისა).
17. მანქანის საქართველოს საზღვრიდან გაყვანა აკრძალულია.
18. მანქანაში მოწევა აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში დამქირავებელს ეკისრება ჯარიმა
19. მანქანა არ უნდა დარჩეს ღია მდგომარეობაში ან გასაღებით. ქურდობის შემთხვევაში დაზღვევა არ დაფარავს შემთხვევას, თუ დამქირავებლის დაუდევრობით მოხდა.
20. მანქანა უნდა დაბრუნდეს იმავე ლოკაციაზე, საიდანაც იქნა წამოყვანილი, თუ წინასწარ სხვა არ არის შეთანხმებული.